მინისტრის გადაწყვეტილებით, სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან მლეთაში ჩავიდნენ და თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას დაურიგეს.
შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი.
საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.