უკრაინის პრეზიდენტი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არღვევს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს. პუბლიკაციის თანახმად, ბერლინში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების პარალელურად პეტრო პოროშენკო არმიის შეიარაღებას განაგრძობს. "მაშინ, როდესაც მოლაპარაკებებზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხს განიხილავდნენ, უკრაინის ლიდერმა შეიარაღებულ ძალებს თავად გადასცა მძიმე სამხედრო ტექნიკა, ავიაგამანადგურებლები და ჰაუბიცები, რაც მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა,"-ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები