საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას საქმის განხილვა 9 იანვარს 11:00 საათზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განხლდება. დღევანდელ სხდომაზე კი მოწმე კახა ჭუმბაძე დაიკითხა, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
მან შემთხვევის ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, რის შემდეგაც ბრალდებულ ჩაჩუას ადვოკატმა შეკითხვით მიმართა, იყო თუ არა ჩანთა დათვალიერებული და ნახა თუ არა ჩანთაში პარიკი. აღნიშნულზე მოწმემ განმარტა, რომ ჩანთა დათვალიერების შედეგად ნანახი ჰქონდა. როგორც ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში განმარტავს აღნიშნული ჩანთის მნიშვნელობას. ხოლო საქმის პროკურორი რევაზ ნადოი განმარტავს, რომ აღნიშნული ჩანთა ამ საქმეს არ ეხება და, შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ლევან ჩაჩუას სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.