კამერონ დიასი გაბედნიერდა. ჰოლივუდელი ლამაზმანის რჩეული როკ-ჯგუფ Good Charlotte-ს გიტარისტი ბენჯი მედენი გახდა. საქორწინო ცერემონია დიასის სახლში, ბევერლი ჰილზზე გაიმართა.
მეჯვარეებად დიასმა ნიკოლ რიჩი, დრიუ ბერიმორი და ჯესი ლუტცი აირჩია. ბედნიერების დღე წყვილს ცნობილმა ვარსკვლავებმა, რიზ უიზერსპუნმა, გვინეტ პელტროუმ, სამანტა რონსონმა და რობინ ანტინმა მიულოცეს. დიასისა და მედენისთვის ეს პირველი ქორწინებაა. ისინი ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდებოდნენ.