პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები ქუთაისის საავადმყოფოს ექიმთა საქმიანობის შესწავლას ითხოვენ. შესაბამისი თხოვნით ადვოკატები ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს დღეს მიმართავენ.
დაცვის მხარის განმარტებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქუთაისის ციხეში, ცემის შედეგად, კორტავას სასიკვდილო დაზიანებები არ ჰქონდა. ადვოკატები პატიმრის გარდაცვალების მიზეზად სამედიცინო პერსონალის გულგრილობას ასახელებენ.
გეგუთის მე-14 დაწესებულებაში ცემის შემდეგ გარდაცვლილი მსჯავრდებულის ლევან კორტავას საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, პატიმარი ლევან კორტავა 2013 წლის 23 მაისს ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის შუშუპების გამო გარდაიცვალა.