კატალონიური ბარსელონას ხელმძღვანელობა თანამდებობას ტოვებს. კლუბის პრეზიდენტის, ხოსე მარია ბარტომეუს გადაწყვეტილებით, პოსტი "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ და მისმა ასისტენტმა კარლეს პუიოლმა დატოვეს. 53 წლის სპეციალისტის გადაყენების მიზეზი ტრანსფერებში დახარჯული კოლოსალური თანხა გახდა. სუბისარეტამ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 2010 წლიდან დღემდე 441,3 მილიონი ევრო დახარჯა.
მასალის გამოყენების პირობები