გურჯაანში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიის ძარცვის მცდელობისთვის, მეპატრონემ ის სანადირო თოფიდან დაჭრა.
თვითმხილველების განმარტებით, მაღაზიის მეპატრონემ შესაშინებლად გაისროლა, ხოლო 18 წლის ახალგაზრდა კი ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა.
ამ დროისთვის დაჭრილი რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს.