ახალგორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ჯერ მოკლეს, შემდეგ გვამი სოფელ დოლიანში, მიტოვებული საწყობის ეზოში მიიტანეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ნაწამებია.
სავარუდოდ, გარდაცვლილი დავით ბაშარულია, რომელიც ხუთი თვის წინ გაუჩინარდა. იგი გაუჩინარებამდე პოლიციაში დაიკითხვაზე იმყოფებოდა და იქიდან გამოსული არავის უნახავს.
მასალის გამოყენების პირობები