"ჩელსი" გოლ-კიპერს შეელია. 42 წლის მეკარე მარკ შვარცერი "ლესტერში" გადაბარგდა. შვარცერმა ერთწლიანი კონტრაქტი ჩელსისთან ივლისში გააფორმა. "ჩვენ ძალიან დიდ ფეხბურთელს შეველიეთ. მინდა მას წარმატება ვუსურვო. მარკი მსოფლიო დონის მეკარეა, მაგრამ ჩელსიში ვითარება შეიცვალა და მას მესამე მეკარედ უწევდა ყოფნა,"-აცხადებს ლონდონელთა მწრთვნელი ჟოზე მაურინიო.
მასალის გამოყენების პირობები