გორის რაიონის სოფელ რუისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხილით მოვაჭრეთა დახლებში შევარდა.
შემთხვევის შედეგად სოფელ რუისის მცხოვრები კაცი დაიღუპა.
ავარიის დროს ასევე მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი მოვაჭრე.