პალესტინის ავტონომიის ლიდერი გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის ახალი პროექტის შეტანას გეგმავს.
აბასის პროექტი ისრაელის ოკუპაციის დასრულებასა და პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს.
ანალოგიური პროექტი უშიშროების საბჭოში გასულ კვირას ჩავარდა, თუმცა როგორც პალესტინის ავტონომიის ლიდერი აცხადებს, შეერთებული შტატების ვეტოს მიუხედავად, რეზოლუციის პროექტს უშიშროების საბჭოში ყოველ თვეს შეიტანს.