თალიბანის მუქარისა და გააქტიურების ფონზე ქაბული იძულებული ხდება პოზიცია შეიცვალოს. თუ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ვაშინგტონს ჯარების გაყვანას მუდმივად სთხოვდა, მოქმედმა პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ღიად განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან მიღწეულ შეთანხმებას შესაძლოა გადახედოს. მხარეთა შეთანხმებით, ამერიკულ სამხედრო კონტინგენტსა და საერთაშორისო კოალიციურ ძალებს ავღანეთი 2016 წლის ბოლომდე უნდა დაეტოვებინა, თუმცა როგორც ავღანეთის ლიდერი აცხადებს, ჯარების გაყვანის ვადა შესაძლოა შეიცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები