ლიბანმა სირიას სავიზო რეჟიმი დაუწესა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. ოფიციალური ბეირუთის განმარტებით, საემიგრაციო შეზღუდვები მიზნად სირიიდან დევნილთა ნაკადის შეჩერებას ისახავს. ლიბანში დღეისათვის მილიონამდე სირიელი ლტოლვილი იმყოფება, მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა 4 მილიონს არ აღემატება. გარდა ამისა, ლიბანში 650 პალესტინელი დევნილიც ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები