მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აბუ-დაბის ღია პირველობას გამოეთიშა. ამის მიზეზი მხრის ტრავმის გაუარესება გახდა. ნახევარფინალში რაფაელ ნადალის დამარცხების შემდეგ ჯოკოვიჩი გაუსაძლისმა ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც იძულებული გახდა ფინალში თამაშზე უარი ეთქვა.
ასპარეზობის გამარჯვებულად ავტომატურად მეორე ფინალისტი ენდი მარეი გამოცხადდა.