დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონასთან გადაადგილება იზღუდება. ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა. მისივე განმარტებით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში 7 სატრანსპორტო დერეფანია შექმნილი, ყველა დანარჩენი გზა კი გადაკეტილია. ამასთან, ღია დერეფნებში ტრანსპორტისა და ფიზიკური პირების გადაადგილება მკაცრად გაკონტროლდება. "უსაფრთხოების ზომების გამკაცრებით ადგილობრივი მოსახელეობა უკმაყოფილოა, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მილიონობით ადამიანის უსაფრთხოების დაცვა,"-აღნიშნა ტურჩინოვმა.
მასალის გამოყენების პირობები