ინდოეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 5 ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ ბრალად იაპონელი ტურისტი გოგონას გატაცება და გაუპატიურება ედებათ.
გოგონა 23 ნოემბერს კალკუტას პროვინციიდან გაუჩინარდა. ერთი თვის განმავლობაში მას რამდენიმე მამაკაცი ყოველდღიურად აუპატიურებდა. 26 დეკემბერს გოგონამ გაქცევა შეძლო და იაპონიის საკონსულომდე ჩააღწია.