ებოლის ვირუსით დაინფიცირებული ბრიტანელი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მედდა პოლინ კაფერკი ლონდონის სამეფო კლინიკაში ერთი კვირის წინ მოხვდა, 2 დღის წინ კი მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
ახალგაზრდა ექთანი სიერა-ლეონეში საქველმოქმედო მისიით იმყოფებოდა, სადაც ფატალური ვირუსით დაინფიცირდა.