4 იანვარს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი გაიმართება. კონცერტი ეძღვნება უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. 4 იანვარს მისი უწმიდესობა 82 წლის შესრულდება.
წარმოდგენის კონცეფცია აგებული იქნება დროის კონტრასტზე, ერთმანეთს შეცვლიან მე-20 და 21-ე საუკუნის სურათები. ნანი ბრეგვაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე გააცოცხლებენ სცენაზე. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ცაგარელი(ალტი), საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი
კონცეფციის და ორიგინალური ვერსიების ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი: ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი რეჟისორი: დავით დოიაშვილი, მუსიკალური პროდუსერი: მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი: თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია: გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი: ვანო ჭელიძე, გენერალური პროდუსერი: დავით ოქიტაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები