თბილისში, დიღმის მასივში ძმების ალექსანდრე და დენის ატარშიკოვებს მკვლელობის საქმე გახსნილია, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" შსს-დან აცნობეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანელი ერთი პირი.
"საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებენ შსს-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ატარშიკოვები სავაურაუდოდ წუხელ მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, ძმები ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით, გარდაცვლილ ძმებს სხეულზე ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე და დენის ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ.