მოსკოვში ოპოზიციონერ აქტივისტთა კიდევ ერთი ჯგუფი დააკავეს. ისინი პოლიციამ მანეჟის მოედანზე დააპატიმრა. დაკავებულთა შორის სკანდალური პანკ-ჯგუფის, "პუსი რაიატის" წევრი მარია ალიოხინაცაა. მასშტაბური საპროტესტო აქცია ოპოზიციამ მანეჟის მოედანზე ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართა, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
სამართალდამცავებმა არასანქცირებული აქციის 100-მდე მონაწილე, მათ შორის, ნავალნიც დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები