სამართალდამცველებმა გუშინ საკრებულოსთან დაკავებული „პარტიზანი მებაღეების" ოთხი წარმომადგენელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„წაგვიყენეს 3 მუხლი და არც გვიხსნიდნენ რატომ ვართ აქ. ერთადერთი, რაზეც მოვაწერეთ ხელი, რომ წარვდგებით სასამართლოს წინაშე," - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა ნატა ფერაძემ.
დაკავებულების თანაგუნდელი „პარტიზანი მებაღეები" კი გვიან ღამემდე საკრებულოს შენობის წინ იყვნენ შეკრებილი და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმად, მიხედვით, სოლოლაკის ფერდობს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა.
გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებამ ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, 23 ხმით მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები