დღესასწაულებზე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახური. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა კობა ბრეგაძემ განაცხადა ისინი მზად არის თითოეულ გამოძახებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინონ.
მაშველები თბილისელებს შუშხუნებისა და მაშხალების გამოყენებისას ინსტრუქციის დაცვას სთხოვენ და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ფოიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება და სადღესასწაულო დღეების გარდა, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ღამის საათებში ფოიერვერკის გამოყენება შეიზღუდება.
მასალის გამოყენების პირობები