12 აპრილს, ქართველი კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი 55 წლის გახდება.
როგორც კომპოზიტორმა განაცხადა, იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი შემოდგომაზე გაიმართება.
როგორც ტატიშვილი აცხადებს, კონცერტის ჩატარება შემდოგომისთვის გადაიდო, რადგან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და ორგანიზება ვერ მოესწრო. მისივე თქმით, კონცერტის ორგანოზებაში ფინანსურად თბილისის მერია დაეხმარება.
გასული წლის ბოლოს გერმანიაში უკვე ჩაატარა ორი კონცერტი, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირები და დიპლომატები დაესწრნენ.
~დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სიმღერასაც, რომელიც ჩემი ბოლო ნამუშევარია~, - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა.
ოთარ ტატიშვილი 200-მდე სიმღერის, მათ შორის მრავალი ჰიტის ავტორია, რომლებსაც თემურ ყვითელაშვილი, კვარტეტი ~რონდო~, თემურ თათარაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები ასრულებენ.