,, თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით დეპუტატების ნაწილის გადაწყვეტილებას თავდებობის თაობაზე პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ კანონმდებლების მიერ აღნიშნული ნაბიჯი მისასალმებელია.
,,დეპუტატი იღებს ვალდებულებას პირად პასუხისმგებლობას კონკრეტული ბრალდებულის ქცევასთან დაკავშირებით, ეს სრულიად კანონიერია, სრულიად მისაღები და პირიქით მისასალმებელია დეპუტატების მხრიდან", _განაცხადა ჟურნალისტებთან შავგულიძემ.
მისივე განმარტებით, თავიდანვე არ არსებობდა საფუძველი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის შეფარდების გამოყენების თაობაზე.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს თავდებში უდგება და ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიებით შეცვლის განცხადებას ხელს აწერს 37 პირი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები, დაკავებულებს თავდებში უდგებიან:
დაკავებულებს თავდებში უდგებიან:
ელდარ შენგელაია
ვახტანგ კახიძე
ჯემალ სეფიაშვილი
ზურაბ აბაშიძე
ანი მიროტაძე
შალვა კიკნაველიძე
ვიქტორ დოლიძე
ირაკლი ჩიქოვანი
თამაზ შიოშვილი
თემურ მაისურაძე
მალხაზ ვახტანგაშვილი
ლევან ბერძენიშვილი
ნოდარ ებანოიძე
თინა ხიდაშელი
დავით ბერძენიშვილი
გიგლა აგულაშვილი
დავით ონოფრიშვილი
გია ცაგარეიშვილი
ნინო გოგუაძე
შალვა შავგულიძე
ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიებით შეცვლის თაობაზე განცხადებას ხელს აწერენ:
რატი ამაღლობელი
დავით მაღრაძე
გიორგი ხოშტარია
ნიკოლოზ რაჭველი
ლიზა ბაგრატიონი
ნატო მეტონიძე
კოტე ჯანდიერი
გია ყარყარაშვილი
თემურ ნანუაშვილი
მამუკა მიქელაძე
რომან შაქარიშვილი
ლალი ჩიკვაიძე
ნანა შონია
ბასა და თამარ ფოცხიშვილები
მიხეილ ყაველაშვილი
თამაზ ჯოლოგუა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.