აშშ-მ ავღანეთსა და ყირგიზეთს შორის ფრენები შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აშშ-ს ჯარების წარმომადგენელმა აეროპორტ "მანასში" ფრენების გადადებასთან დაკავშირებით კომეტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ფრენები განახლდება მას შემდეგ რაც ყაზახეთში ვითარება სტაბილური გახდება.
აეროპორტი "მანასი" ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალებისთვის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტს წარმოადგენს.
მიმდინარე პერიოდში ავღანეთში ფრენები ქუვეითიდან ხორციელდება.