ანგელა მერკელი რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დიალოგის აღდგენის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთა შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ "სამხრეთ ნაკადის" პროექტის შეჩერების შემდეგ მოსკოვთან უკვე დადებულ კონტრაქტებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. როგორც გერმანიის კანცლერი აცხადებს, გერმანულ კომპანიებს რუსულ მხარესთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს და ამ მხრივ რუსეთს საიმედო პარტნიორად განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები