ლუკაშენკო მოსკოვს ადექვატური ზომებით პასუხობს. ბელარუსმა რუსეთიდან მაკარონის იმპორტი შეაჩერა. ბელარუსის მთავარი სანიტარის, იგორ გაევსკის განმარტებით, იმპორტირებული პროდუქტი ადგილობრივ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რის შესახებაც რუსულ კომპანიებს უკვე ეცნობათ. დეკემბრის დასაწყისში რუსეთმა ბელარუსიდან ხორცის იმპორტი შეაჩერა, რის გამოც ლუკაშენკო მოსკოვს საპასუხო ზომებით დაემუქრა. ბელარუსის ლიდერის მუქარისა და მოწოდებების მიუხედავად, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ბელარუსული ხორცის იმპორტი არ აღადგინა.
მასალის გამოყენების პირობები