ავსტრალია ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. ბოლო მონაცემებით, სიდნეიში მძევლების გასათავისუფლებლად ჩატარებულ სპეცოპერაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი კაფის მეპატრონეა. პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თავად თავდამსხმელიც. მისი ვინაობა უკვე ცნობილია. ის 49 წლის ირანელი მენ ჰერონ მონისია, რომელმაც ავსტრალიაში პოლიტიკური თავშესაფარი 18 წლის წინ მიიღო. მონისი ადრე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იყო გასამართლებული. მას ბრალად ყოფილი მეუღლის მკვლელობის თანამონაწილეობაც ედებოდა, თუმცა სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები