უზენაესი სამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხში პრობლემები არსებობს. როგორც კუბლაშვილმა ,,ქროთიარდ მარიოტში" განაცხადა არსებული კანონმდებლობით მოსამართლეები სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. როგორც კუბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს.
,,მოსამართლეთა დანიშვნის საკითხებში პრობლემა გვაქვს. სამწუხაროდ, სამი წლით ინიშნებიან მოსამართლეები. დღეს ამ პრობლემაზე, რამაც შეიძლება სასამართლო დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას, გვინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვესაუბროთ და ვაჩვენოთ, რომ სახიფათოა ეს ყველაფერი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. დღეს ჩვენ მოვუსმენთ ამერიკელ და პოლონელ ექსპერტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს გაგვიზიარებენ. ყველა ეთანხმება, რომ მოსამართლეთა ასეთი დანიშვნა არ შეიძლება. ჩვენ გვექნება წინადადებები, რომ კანონმდებლობიდან ეს ნორმა ამოვიღოთ, თუმცა შესაძლებელია ხელისუფლებას შევთავაზოთ ისეთი ნორმები, რომელიც გარკვეულწილად მოაწესრიგებს ამ საკითხს.მაგალითად ის, რომ ძალიან კარგად მომზადებული მოსამართლე დაინიშნოს უვადოდ. ერთ-ერთი ასეთი შეთავაზება იქნება, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლე 10 თვის ნაცვლად მომზადდეს 2 წლის განმავლობაში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა ,,ქორთიარდ მარიოტში" სადაც მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმებზე მსჯელობენ.