მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების პარალელურად, რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. ევროს კურსმა მოსკოვის ბირჯაზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 70 რუბლი შეადგინა. მნიშვნელოვნად გაიზარდა დოლარის კურსიც. ამ დროისათვის დოლარის კურსი 56,5 რუბლს შეადგენს. რუსული ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბირჯის ექსპერტები ნავთობის ფასის დაცემასა და დასავლეთის სანქციებს უკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები