რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალისა და რუბლის ინფლაციის ფონზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. ბარაქ ობამას აზრით, ახალმა სანქციებმა შესაძლოა ვაშინგტონისა და ბრიუსელის ურთიერთობაში ბზარი გააჩინოს. "საუბარი იმაზე, რომ სანქციების უსასრულოდ დაწესებით პუტინს აზრს შევაცვლევინებთ, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია."-განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები