ამერიკის სენატმა ახალი კანონპროექტი მიიღო, რომელიც პრეზიდენტ ობამას რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საშუალებას აძლევს. სენატორთა ინიციატივა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასაც ითვალისწინებს. სანქციები რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და იმ კომპანიებს შეეხება, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებს. გარდა ამისა, თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაადგენს, რომ გაზპრომი ნატოში შემავალ ქვეყნებს, ასევე უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან მოცულობას ართმევს, რუსულ კომპანიას სანქციები არაუგვიანეს, 45დღის ვადაში უნდა დაუწესდეს. სანქციები შესაძლოა როსობორონექსპორტსა და სხდვა მსხვილ რუსულ კომპანიებზეც გავრცელდეს.