უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მეუღლე, ასევე ჟურნალისტი მიროსლავა ღონღაძე თავადის ქალი ოლღას სახელობის ორდენით დააჯილდოვა.
,,ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის თავადის ქალი ოლღას სახელობის ორდენით დაჯილდოვდეს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მიროსლავა ღონღაძე." - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
მიროსლავას მეუღლე გიორგი ღონღაძე 2000 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მისი დანაწევრებული სხეული ტყეში იპოვეს.
მისი დაღუპვის შემდეგ მიროსლავამ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და 2001 წლიდან შვილებთან ერთად ვაშინგტონის გარეუბანში ცხოვრობდა.
სწორედ ვაშინგტონში დაიწყო მისი, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწის აქტიურობა, რომელიც სიტყვის თავისუფლებისა და უკრაინაში ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის იბრძოდა.
ის დღემდე იღვწის მეუღლის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსასრულებლად.
თავადის ქალი ოლგას ორდენი უკრაინის სახელმწიფო ორდენია, რომლითაც ქალბატონებს სხვადსხვა სფეროში განსაკუთრებული მიღწევისთვის და შვილების კარგად აღზრდისა და სამაგალითო ოჯახის ყოლის შემთხვევაშიც აჯილდოვებენ.