უკრაინისთვის 2015 წელს მთავარი ამოცანა გადარჩენა იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
"მე ვერ მივმართავ პოპულიზმს და ვერ დაგპირდებით, რომ მდიდარ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ჩვენ როგორმე უნდა გადავიტანოთ 2015 წელი, როგორმე უნდა დავარიგოთ ხელფასები და პენსიები და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უმუშევართა რაოდენობა არ გაიზარდოს,"-აღნიშნა იაცენიუკმა.