რუსეთის მოსახლეობის 68 პროცენტი დარწმუნებულია, რომ დიად სახელმწიფოში ცხოვრობს. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს "ლევადა ცენტრი" აქვეყნებს. გამოკითხულთა 77 პროცენტს ასევე ჯერა, რომ რუსეთი აყვავებული სახელმწიფო თვითმყოფადობის ხარჯზე გახდება. რესპონენტთა მხოლოდ 12 პროცენტი თვლის, რომ რუსეთი წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ დასავლური განვითარების კურსს აირჩევს. ამასთან, გამოკითხულთა 57 პროცენტი თვლის, რომ რუსეთმა დასავლეთთან ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები არ უნდა გაწყვიტოს, 30 პროცენტი კი დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნების წინააღმდეგია.
მასალის გამოყენების პირობები