წლის ბოლოსთვის რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელი 10 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკი იტყობინება.
ამავე სტატისტკით ინფლაციის მაჩვენებელი 8 დეკემბრის მონაცემებით 9,4 პროცენტით განისაზღვრა, მომავალი წლიდან კი სავარაუდოდ 10 პროცენტს გადააჭარბებს.
ეკონომიკური ექსპერტები რუბლის გაუფასურებასთან ერთად რუსეთში სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდასაც ვარაუდობენ.