ჩინეთში ჰებეის პროვინციაში გაუჩინარებული 100-მდე ვიეტნამელი ქალის საქმეს იძიებენ. ახალგაზრდა ქალბატონები პროვინციაში მცხოვრები მამაკაცებისთვის მაჭანკალმა ჩაიყვანა, თუმცა რამდენიმე დღეში ისინი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ. პოლიციამ ვერც მაჭანკლის ადგილ-სამყოფელი დაადგინა. ჩინეთის ღარიბულ პროვინციებში სარძლოების მეზობელი ქვეყნებიდან ჩაყვანის პრაქტიკა რამდენიმე ათწლეულია, არსებობს. პოტენციურ ცოლებში უცოლო ჩინელები საშუალოდ 10 ათასამდე იუანს იხდიან.
მასალის გამოყენების პირობები