ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს. სანქციები ტურისტულ სფეროს, ასევე, სანავთობო და საგაზო მოწყობილობების ექსპორტს შეეხება. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ევროპულ კომპანიებს ყირიმში ტურისტულ სფეროში საქმიანობა აეკრძალებათ. დამატებითი სანქციები ევროკავშირმა რუსეთს შესაძლოა 15 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაუწესოს.