ავსტრალია უკრაინას ქვანახშირსა და ურანს მიაწვდის. ამის შესახებ პრემიერმა ტონი ებოტმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ავსტრალია უკრაინას რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულობის შემცირებაში აქტიურად დაეხმარება. ამ მიზნით, უკრაინა არამხოლოდ ქვანახშირს, არამედ ურანსაც მიიღებს, რითაც ატომური ელექტროსადგურების ამუშავებას შეძლებს. ავსტრალია, რომელსაც საკუთარი ატომური ელექტროსადგური არ აქვს, მსოფლიოში ურანის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. ქვანახშირის ექსპორტით კი ავსტრალია მსოფლიოში მე-2 ადგილს იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები