გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრას შეუძლებლად მიიჩნევს
ამის შესახებ მან კიოლნში გამართულ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე განაცხადა.
მერკელმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის მიმართ კიდევ ახალი სანქციები შემოიღონ.
,,სანქციები ჩვენი თვითმიზანი არ არის, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ არის, მაშინ უნდა გამოვიყენოთ." - აღნიშნა მან.
გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთმა ყირიმის მიერთებით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია და მოსკოვის მოქმედებები ევროპასაც საფრთხეს უქმნის.
მასალის გამოყენების პირობები