„ბაშნეფტის" აქციები ხელისუფლების მფლობელობაში გადავიდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სააგენტოს პრეს-სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის აქციების 71,6 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო გახდა. მანამდე აქციები კომპანია „სისტემის" მფლობელს, ვლადიმერ ევტუშენკოს ეკუთვნოდა, რომელსაც შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. საგამოძიებო კომიტეტის განმარტებით, ევტუშენკოვმა „ბაშნეფტის" აქციები 2009 წელს არარეალურად დაბალ ფასად შეისყიდა.
მასალის გამოყენების პირობები