ნატოს რადარებმა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ამის შესახებ ალიანსის პრეს-მდივანმა ოან ლუნგესკუმ განაცხადა. მისივე განმარტებით, ტუ-95 და ტუ-22 ტიპის ავიაგამანადგურებლები ბალტიის ზღვის აკვადორიაში შევიდნენ, ნატოს თვითმფრინავების გამოჩენის შემდეგ კი ალიანსის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვეს. ანალოგიური ინციდენტი ბალტიის საჰაერო სივრცეში 7 დეკემბერსაც დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები