გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება გერმანიისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს, თუმცა როდესაც სხვა გზა აღარ არსებობს, სანქციები გარდაუვალი ხდება. ანგელა მერკელის თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და საჭიროების შემთხვევაში რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესდეს. "ჩვენ ვერ გადავჭრით პრობლემას, თუ საგნებს თავის სახელებს არ დავარქმევთ. ჩვენი მიზანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. უკრაინამ საკუთარი მომავალი თვითონ უნდა აირჩიოს,"-განაცხადა მერკელმა.
მასალის გამოყენების პირობები