ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონგრესს ისლამისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციის 3 წლით გაგრძელების ინიციატივით მიმართავს. ამასთან, კერი ოპერაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდას მოითხოვს. ამერიკის პირველი დიპლომატის თქმით, ჯიჰადისტ ა წინააღმდეგ ბრძოლა არამხოლოდ სირიასა და ერაყში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც უნდა წარმოებდეს. "დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას კონგრესის ორივე პარტია დაუჭერს მხარს, რითაც დადასტურდება, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ ერთი პარტია არ აწარმოებს. ჩვენ ისლამური სახელმწიფო ბოლომდე უნდა გავანადგუროთ,"-განაცხადა კერიმ.
მასალის გამოყენების პირობები