გაერო და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები იმ ამერიკელ მაღალჩინოსანთა გასამართლებას მოითხოვენ, რომელთა ბრძანებითაც ტერორიზმში ეჭვმიტანილებს აწამებდნენ. დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ ეჭვმიტანილთა დაკითხვის მეთოდებთან დაკავშირებით სპეციალური დასკვნა ამერიკის სენატმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ CIA ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვისას წამების სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის, წყლით წამებასა და უძილობას იყენებდა. სენატის კომიტეტის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ დაკითხვის ამ მეთოდებს შედეგი არ მოუტანია.
მასალის გამოყენების პირობები