ბაკიევი დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებების მზადყოფნას გამოთქვამს
ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნას გამოთქვამს.
"თუ ე.წ. დროებითი მთავრობა, რომელმაც საკუთარი თავი დაინიშნა, მზადაა დაიწყოს ჩემთან მოლაპარაკებები, მზად ვარ მოვუსმინო მათ და გავიგო რა სურთ", - განაცხადა ბაკიევმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ფარგლები არ დაუტოვებია და ყირგიზეთის სამხრეთში იმყოფება.
ბაკიევმა აღნიშნა, რომ მისთვის ვითარების ამ სახით განვითარება "დიდი მოულოდნელობა" იყო.
ყაზახეთის პრეზიდენტმა გამორიცხა ვითარების სამოქალაქო ომში გადაზრდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამხრეთით მდგომარეობა მშვიდია და ყველა ცდილობს "სისხლისღვრის თავიდან აცილებას".
რაც შეეხება ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობას, ბაკიევმა განაცხადა, რომ გაყოფის რისკი არის, თუმცა "მისი შეჩერება შესაძლებელია და ეს უნდა გაკეთდეს".