ყირგიზეთის შს სამინისტროს განცხადებით, ბიშკეკში სიმშვიდეა და საზოგადოებრივი ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
"ქვეყნის დედაქალაში 01:00 საათისთვის ვითარების სრულად გაკონტროლება გახდა შესაძლებელი. ქალაქის ქუჩები და მოედნები გაიწმინდა კონტროლიდან გამოსული ახალგაზრდებისგან", - აცხადებენ შს სამინისტროში.
ძალოვნების განმარტებით აღნიშნული შესაძლებელი გახდა მილიციის, შინაგანი ჯარის და სამოქალაქო აქტივისტების კოორდინირებული ქმედების შედეგად.
მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში 50 მობილური ჯგუფი მუშაობდა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში მორიგეობდა სამოქალაქო გაერთიანების 101 ჯგუფი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის ელენე ბაიალინოვას განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ჯანდაცვის დაწესებულებებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით 67-მა ადამიანმა მიმართა.
"გასული ღამის განმავლობაში გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ბაიალინოვამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს და ხვალ ყირგიზეთში 6-7 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღეებია გამოცხადებული.