ყირგიზეთის დროებითი ეროვნული თანხმობის მთავრობის დელეგაცია მოლაპარაკებების გასამართად მოსკოვში გაემგზავრა.
ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება კონკრეტულად ვისთან გამართავენ მოლაპარაკებებს "ეროვნული თანხმობის" მთავრობის წევრები.
დელეგაციას დროებითი მთავრიობის თავმჯდომარის, როზა ოტუნბაევას მოადგილე ალმაზბეკ ატამბაევი ხელმძღვანელობს.
გუშინ ოტუმბაევასა და რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბიშკეკში რუსეთის ეკონომოკური მხარდაჭერის იმედი აქვთ.