200 კაცზე მეტი დაიღუპა ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროსთან ახლოს მეწყერის ჩამოწოლის გამო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მეწყერი რიოსთან ახლოს, ნიტოროისთან მოხდა, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი ცოცხლად დაიმარხა.
ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შემთხვევის ადგილას მუშაობენ მაშველები, თუმცა მიწაში დაფლულთა გადარჩენის შანსი მინიმალურია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობისა და მეწყერის გამო 153 კაცი დაიღუპა.