ყაზახეთის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა უახლოეს მომავალში რუსეთთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ სააგენტო "Akipress"-ი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილეზე ალმაზბეკ ატამბაევზე დაყრდნობით იუწყება.
აღსანიშნავია, რომ ატამბევმა დღეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების მიღების იმედიც გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში შიდა არეულობის შედეგად 75 კაცი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ქვეყანას ამ დროისთვის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.